Saturday, March 16, 2013

სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება: პროპორცია სამზარეულოში.

პროექტის მთავარი იდეა (თემა): პროპორციის გამოყენება.

პროექტის აქტუალობა: მოსწავლე ღებულობს გარკვეულ თეორიულ ცოდნას აღნიშნულ საკითხზე და მიდის პრაქტიკულ გადაწყვეტამდე, წყვეტს ერთ პრობლემას.

პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა უნდა შეძლოს პროპორციისა და მისი თვისებების შესწავლა. მისი ამოხსნა უნდა გამოვიყენოთ სხვადასხვა ამოცანების და შემთხვევების დროს.

მონაწილეთა ასაკი: 12 წელი.

ვადები: 3 დღე.

მოსალოდნელი შედეგები: პროექტზე მუშაობამ შეუძლია განუვითაროს მოსწავლეებს დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, კომუნიკაციის უნარი, ჯგუფთან მუშაობის უნარი, მასალების მოძიების, შეგროვების, გამოყენების უნარი.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: თაბახის ფურცლები, ფანქარი, საშლელი, საწერი კალამი, ფერადი ფანქრები, ისტ-ი.

პროექტის მსვლელობა (აქტივობები):

1. მოსწავლეები იყოფა სამ ჯგუფად შერჩევის პრინციპით. ლიდერის გამოყოფით. მივცემ დავალებას კულინარიული რეცეპტების წიგნიდან (რომელსაც ნახავენ ისტ-ის დახმარებით) აირჩიონ ჯგუფებმა თავისთვის სასურველი ტორტის რეცეპტები. ჩაიწერონ და ნახატებიც შექმნან.



2.მასალის წარმოდგენა გრამებში.

3. მასალის ფასების დადგენა.



4. მასალის პროპორციული გადაანგარიშება სხვადასხვა მასისთვის.



5. გასაყიდი ფასების დადგენა



6. პროექტის პრეზენტაცია: ჯგუფის ლიდერები აკეთებენ პრეზენტაციას (ნახატებთან ერთად, ისტ-ის გამოყენებით).

7. პროექტის შეფასება:

კრიტერიუმები
დაბალი
საშუალო
მაღალი
ჯგუფში მუშაობა
უჭირს ჯგუფში მუშაობა, ვერ ერთვება მასში.
მონაწილეობას ღებულობს ჯგუფის მუშაობაში ვერ თანამშრომლობს ჯგუფის ყველა წევრთან.
ჩართულია ჯგუფურ მუშაობაში, თანამშრომლობს ჯგუფის ყველა წევრთან.
პრეზენტაციის უნარი
არ აქვს პრეზენტაციის უნარი.
უჭირს პრეზენტაცია.
კარგად აქვს განვითარებული პრეზენტაციის უნარი.

ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

  • მოსწავლეები მოცემული დამოკიდებულებებისთვის თვისებრივად და რაოდრნობრივად აღწერს, თუ რა გავლენას ახდენს ერთი სიდიდის ცვლილება მეორის მნიშვნელობაზე.
  • მოყავს მუდმივი და არამუდმივი რაოდენობრივი ცვლილებების მაგალითები ყოველდღიური ცხოვრებიდან.

პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მაია კვირჩილაძე.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: maiakvirchiladze43@gmail.com.

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: maiakvirchiladze43.blogspot.com